პროკურორის გაგდებით ტრამპის პრეზიდენტობის დასასრული დაიწყება

რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპს მიმართავენ და აფრთხილებენ, რომ პროკურორ რობერტ მიულერს საშუალება უნდა მიეცეს თავისი საქმე შეასრულოს. მიულერი რუსეთის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის საქმეს იძიებს.
სამხრეთ კაროლინას შტატის სენატორმა ლიდსი გრემმა განაცხადა, რომ პროკურორს თავისი საქმის წარმოებაში ხელი არავინ უნდა შეუშალოს, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტმა. “როგორც ადრე ვთქვი, თუკი ტრამპი შეეცდება სპეცპროკურორი გაანთავისუფლოს თანამდებობიდან, ეს მისი პრეზიდენტობის დასასრულის დასაწყისი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ კანონის უზენაესობას უზრუნველვყოფთ” – განაცხადა სენატორმა.
არიზონას შტატის სენატორმა ჯეფ ფლეიკმაც, ასევე თქვა, რომ ტრამპის გუშინდელი “ტვიტერ” ბლოგი, შესაძლებელია პროკურორის დათხოვნის სურვილს ნიშნავდეს. “არ ვიცი მიულერს რა ემუქრება, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მას გაანთავისუფლებენ, თუმცა, იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. ჩვენ კონგრესში ამას არ დავუშვებთ” – განაცხადა ფლეიკმა “სიენენთან”.
დემოკრატმა ჩაკ შუმერმა რესპუბლიკელ-კონგრესმენებს მოუწოდა აღიარონ, რომ მიულერის შესაძლო განთავისუფლება “დემოკრატიისთვის წითელი ხაზი იქნება, რომელიც არ შეიძლება გადაილახოს”.

გუშინ დონალდ ტრამპმა თავის “ტვიტერში” დაწერა, რომ მისი საარჩევნო შტაბისა და რუსეთის შესაძლო კავშირების გამოძიება არ იქნება სწორი, რადგანაც მას “ძირძველი დემოკრატი” და მისი საარჩევნო ოპონენტის ჰილარი კლინტონის მომხრეები აწარმოებენ.
შაბათს ტრამპის ადვოკატმა ჯონ დაუდმა განაცხადა, რომ დროა მიულერის გამოძიება დასრულდეს. თავდაპირველად დაუდმა თქვა, რომ განცხადებას ტრამპის სახელით აკეთებს, შემდეგ კი თქვა, რომ ეს მისი პოზიცია იყო.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა, შესაძლოა, რუსი დიპლომატები გააძევოს
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები “რუსთავი 2”-ზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანებიან