მთავარი პროკურორი ზუგდიდში ჩავიდა-შოთაძის პირველი კომენტარი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2016 15:43

მთავარი პროკურორი ზუგდიდში ჩავიდა-შოთაძის პირველი კომენტარი

shotaZeმთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის მკვლელობის შესახებ “თაიმერის” შეკითხვაზე გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით, გამოძიებით მხოლოდ მკვლელის ვინაობაა დადგენილი და სხვა დეტალებზე მიმდინარეობს გამოძიება.
„ჩვენთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია. ვუსამძიმრებ ოჯახს და უწყებას. მოტივზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დაიშნულია არა ერთი ექსპერტიზა. ამ ეტაპზე შეკრებილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა კონკრეტულ პიროვნებაზე იმის შესაძლებლობის თქმას, რომ ამ პიროვნებამ ჩაიდინა ქირიას მკვლელობა. გამოძიება გრძელდება და გამოძიების მიმდინარეობის და შედეგის შესახებ დეტალურად იქნება საზოგადოება ინფორმირებული” – თქვა ირაკლი შოთაძემ.
მისივე განცხადებით, მანქანა შემთხვევის ადგილიდან გაცილებით შორს იყო და ამიტომ მის შემჭიდროვებულ ვადებში პოვნა გაჭირდა. თუმცა, მანქანა ნაპოვნია, მოხდა მისი დათვალიერება, აღებულია შესაბამისი ნიმუშები და დანიშნულია ექსპერტიზა.

შოთაძის თქმით, ამ ეტაპზე ჩატარებული გამოძიებით და მტკიცებულებებით ჩანს ის, რომ ბიძინა კუჭავას და ვახტანგ ქირიას გარდა ბინაში სხვისი ყოფნა არ დასტურდება.

“ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, შეიძლება ითქვას, რომ მოტივი სამსახურებრივ საქმიანობასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული” – განაცხადა შოთაძემ და დაამატა, რომ პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს და აღნიშნულ ეტაპზე სხვა დეტალებზე მას არ შეუძლია საუბარი.
ირაკლი შოთაძე ზუგდიდში ვახტანგ ქირიას დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2016 15:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics