პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს

პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს. ის თითქმის 10 წელია უფროსი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობს. ამ თემაზე მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნა და დაწერა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება.

“10 წლიანი მოღვაწეობის მიწურულს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მაფიქრებინებს, რომ ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავტოვო პროკურორის თანამდებობა, მივიღო ახალი გამოწვევა და განვაგრძო დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობისთვის ბრძოლა აწ უკვე სამოქალაქო სექტორიდან. მჯერა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ადვოკატთა კორპუსს და სამოქალაქო სექტორს, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას. ჩემი ახალი ასპარეზის შესახებ კონკრეტულად მოგვიანებით შეგატყობინებთ, თუმცა, თამამად ვაცხადებ, რომ ეს იქნება შესაძლებლობა ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, ვემსახურო იდეას, რომლისაც მჯერა, და ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას”, – წერს დათუკიშვილი.

banner
წინა სტატიაშიივანე ჩხაიძე – საქართველოში კორონავირუსი 30 000-მა ბავშვმა გადაიტანა
შემდეგი სტატიაგვარამია – ნიკა მელია ციხიდან უნდა გამოვიდეს და გამოვიდეს მორალურად გამარჯვებული