პროკურორი – წერილობითი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ კუდ-მა ორი ლიკვიდირებულის ვინაობა არ იცოდა

ე.წ. ნავთლუღის საქმეზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების დავით ახალაიასა და გიორგი დგებუაძის პროცესი ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით დღეს განახლდა. ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებები წარადგინა, რომელიც 2006 წლის პერიოდს ეხება.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, 2006 წელს მოპოვებული მტკიცებულებებით მაშინ სპეცოპერაცია კანონიერად იყო შეფასებული. მისი განმარტებით, სწორედ 2006 წლის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 2 ლიკვიდირებული ახალგაზრდის ვინაობა კუდ-მა არც იცოდა. მესამე მოკლულის ვინაობა კი იმით გაიგეს, რომ მას პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა.

როგორც ამირან გულუაშვილმა განაცხადა, 19 ივლისს მოწმეების დაკითხვას დაზარალებულებით დაიწყებენ. რაც შეეხება დაცვის მხარეს, დავით ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებები გაყალბებულია და მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაული არცერთი დოკუმენტით არ მტკიცდება.

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების დავით ახალაიასა და გიორგი დგებუაძის პროცესი 19 ივლისისთვის გადაიდო.

banner
წინა სტატიაშისოსო ცინცაძე: „70 მაჟორიტარი ,,ქართულ ოცნებას” უკვე გარანტირებული ჰყავს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი “ამნისტიის შესახებ” კანონს ხელს მოაწერს