პროკურორი : რამდენადაც ვიცით, გუკა რჩეულიშვილს საზღვარი არ დაუტოვებია და ამ განჩინების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადდება ძებნა

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხივნა. ოთხივეს შეეფარდა პატიმრობა და მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის სამართლიანი, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა მერაბ ჯერანაშვილმა “ცენტრ პოინტის“ საქმეზე მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ფაქტია, რომ ოთხივე ბრალდებულის მიმართ არსებობდა მიმალვის საფრთხე . გუკა რჩეულიშვილი ამ დრომდე იმალება. მაია რჩეულიშვილი კი ამ დრომდე, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან მას წაყენებული ქონდა ბრალი და აქვს გირაო შეფარდებული, კვლავ აგრძელებდა დანაშაულებრივ ქმედებას. ამის გამო, მიგვაჩნია, რომ მათ მამიმართ დაკავება, არის სწორი გადაწყვეტილება. რამდენადაც ვიცით, გუკა რჩეულიშვილს საზღვარი არ დაუტოვებია და ამ განჩინების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადდება ძებნა”‘ – აღნიშნა პროკურორმა.

საქალაქო სასამართლომ “ცენტრ პოინტის” საქმეზე ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მაია რჩეულიშვილი დარბაზშივე დააპატიმრეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს იტალიაში მომხდარი ტრაგედიის გამო
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : ჩვენ და “ქართულმა ოცნებამ” ამ არჩევნების შემდეგ ერთმანეთი უნდა მოვძებნოთ