პროკურორი – პროკურატურამ სიუჟეტით იხელმძღვანელა

“ტვ პირველის” საქმის პროკურორი აუდიოჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ პროკურატურამ სიუჟეტით იხელმძღვანელა, როდესაც მეხსიერების ბარათისა და კონვერტის გადაცემა მოითხოვა:

დღესაც პროკურატურა მზად არის მიიღოს ის აუდიოჩანაწერი თუ რა თქმა უნდა ტელეკომპანიას და ჟურნალისტს სურვილი ექნებათ, რომ ეს ჩანაწერი გადმოგვცენ. თავად სიუჟეტში იყო გასული, რომ ეს აუდიოჩანაწერი მიტანილ იქნა კონვერტით და მოთავსებული იყო ფლეშ მეხსიერების ბარათზე. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ სიუჟეტით. თქვენ შეიძლება რეკონსტრუქციას ეძახით, მაგრამ ჩვენ ვიხელმძღვანელეთ სიუჟეტით – ამბობს პროკურორი ლაშა კოტრიკაძე

აუდიოჩანაწერების საქმეზე გამოსაკითხად ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზეა.

მელაძე ამბობს, რომ ამ დრომდე გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, მხოლოდ ის, რომ პროკურატურის მიზანი მხოლოდ წყაროს დადგენაა, თუმცა მისივე თქმით, ჟურნალისტებს იცავს კანონი და არ აპირებენ დაასახელონ წყარო.

banner
წინა სტატიაშიNCDC – ამ დროისთვის აცრილია მხოლოდ 2 719 ექიმი
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა – ფულზე გაყიდული პარტიების ამოცანაა რევოლუციური სცენარი, რასაც მიხეილ სააკაშვილი უკვეთავს