პროკურატურის მტკიცებით, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, “ფაქტობრივად აღიარა, რომ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას ცდილობდა” ბრალდების მხარის ამ ფორმულირებას კატეგორიულად არ ეთანხმება ექს-მაღალჩინოსნის ადვოკატი.
პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის განცხადებით, თუ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს “ძალიან კარგად იციან მათმა ადვოკატებმა როგორ შეიძლება ბრალდების მხარეს მიმართონ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით”.
პირები, ვინც აღიარებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და შემდგომში უდავოდ ხდიან მტკიცებულებებს, მათზე გარკვეული სამართლებრივი შეღავათები ვრცელდება. ამ შემთხვევაში ყველა ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალურად მოხდება შეფასება კონკრეტული საკითხის. ბრალდებული, ამაზე არაერთხელ განვაცხადეთ, თუ ბრალდებული აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს სამართლებრივი ფორმა ძალიან კარგად იციან მათმა ადვოკატებმა როგორ შეიძლება ბრალდების მხარეს მიმართონ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
შეფასების საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში რაც იყო არის ის, რომ მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. თქვა, რომ ობიექტური იქნებოდა ამაზე მსჯელობაო და სრულიად ობიექტური არის ამ საკითხზე სამართლებრივი პოლემიკის წარმოებაო,” – განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.
ბრალდების მხარის განცხადებას ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოშივე უპასუხეს. მათი თქმით, პროკურატურა თავად აღიარებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მთავარ ბრალს, რომელიც მურთაზ ზოდელავასთვის აქვთ წაყენებული, ადგილი არ ჰქონია.
მურთაზ ზოდელავას ადვოკატის, მაია მუმლაძის განმარტებით სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა მხოლოდ ის თქვა, რომ შეიძლება სადავო გამხდარიყო 222-ე მუხლის არსებობის საკითხი.
მურთაზმა თქვა ერთადერთი რამ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ იმაზე არსებობს, თუ არა 222-ე მუხლის მცდელობის შესაძლებლობა და ამაზე დავის შესაძლებლობა. შეიძლება სადავო გამხდარიყო ამ მუხლის არსებობა, არ არსებობის საკითხი, ეს აღნიშნა მურთაზმაც და მე, როგორც იურისტი აბსოლუტურად ვიზიარებ ამ პოზიციას იმ პირობებში თუ ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს ხელისუფლება გვყავს ჩვენ ლეგიტიმური, ხომ არ ჰქონდა ადგილი ამ მუხლის არსებობას ან არარსებობას, რაზეც ჩვენ შეგვეძლო აქ გვედავა სამართლებრივად. ამაზე იყო მხოლოდ საუბარი იმიტომ, რომ ჩემი მეუღლეც… ეს იყო სამართლებრივი შეფასება, აბსოლუტურად სწორი იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დღეს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არათუ რამეს ადასტურებს, არამედ გამორიცხავს აბსოლუტურად იმას, რომ რაიმე ორგანიზებას, მით უფრო ძალადობრივი ჯგუფის არსებობას ჰქონდა ადგილი,” – თქვა მურთაზ ზოდელავას ცოლმა, მაია მუმლაძემ.













