33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

პროკურორი: მოწმის თქმით, “ქოლ ცენტრებს” სუს-ი მფარველობდა, ხოლო ნაღდ ფულს გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი კრებდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე გამართულ დახურულ სასამართლო პროცესზე მნიშვნელოვანი მოწმე დაიკითხა.

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, მოწმემ, რომელიც იმ პერიოდში 5 ე.წ. „ქოლ ცენტრის“ მფლობელი და მენეჯერი იყო, დაადასტურა, რომ ამ დანაშაულებრივ საქმიანობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მფარველობდა.

მოწმის განცხადებით, იმ პერიოდში თბილისში მოქმედი მრავალი „ქოლ ცენტრის“ მთავარ მფარველსა და ე.წ. „ქოლგას“ სწორედ სუს-ი წარმოადგენდა.

ჩვენების მიხედვით, ე.წ. „კასირი“, რომელიც „ქოლ ცენტრებიდან“ ნაღდი ფულის სახით თანხებს კრებდა, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი იყო.

მოწმემ გაიხსენა, რომ მას კონკრეტულმა პირებმა შესთავაზეს „ქოლ ცენტრების“ ტექნიკური მართვა, ხოლო გარანტორად და მფარველად სუს-ი წარუდგინეს.

პროკურორის თქმით, სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. ერთ-ერთ ასეთ ფლანგს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე წარმოადგენდა (ორგანიზებულ ჯგუფში შედიოდნენ მიხეილ ჩოხელი, ძმები მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი და სხვები).

სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (სსკ-ის 338-ე მუხლი). აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას მიმართ შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიაგურამ მაჭარაშვილი: პრაგმატული პოლიტიკა რომ არა, საქართველოშიც ის იქნებოდა, რაც უკრაინაშია