პროკურორი : ”მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ მიჰყიდა ბრალდებულს ციანიდი და იარაღი”

დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობაში დატოვებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს ბრალდების მხარე.
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც სახელმწიფო ბრალდებამ დეკანოზისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება მოითხოვა.
მისივე თქმით, ”მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ მიჰყიდა ბრალდებულს ციანიდი და იარაღი”.
გუბელაძე აღნიშნავს, რომ “არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული ფარულ გარიგებაში შევა უკვე დაკითხულ და მომავალში დასაკითხ პირებთან. ასევე შეეცდება მიმალვას, ვინაიდან გვაქვს დოკუმენტაცია საზღვარგარეთ მის კავშირებზე”.

banner
წინა სტატიაშიPS გადაცემაში გასული სიუჟეტის გამო ბოდიშს იხდის
შემდეგი სტატია”რა ვიზალიბერალიზაცია, დანიშნული სოციალური დახმარებაც მომიხსნეს” – 80 წლის მოხუცის მიმართვა