პროკურორი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებაზე – ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო – ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს

ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო. ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, – ამის შესახებ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალი გარემოება არის ის, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო. გარდა ამისა, ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, აქედან გამომდინარე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდების მხარეც დაეთანხმა და მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას და მოსამართლემ შეუფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით.

მოწმეების, წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა აღარ მოხდება, ვინაიდან დაცვის მხარემ უდავო გახადა ყველა მტკიცებულება,” – განაცხადა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიზანია, უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს, ამას არ დავუშვებთ – ლაურინას კასციუნასი ​
შემდეგი სტატიალანდსბერგისი: დღეს რუსეთის მუქარა უკრაინისკენაა მიმართული, მიზანი საქართველოსაც მოიცავს