პროკურორი – მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, რადგან მას 6-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს

პროკურორი ჯარჯი წიკლაური განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, რის გამოც, სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან და 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება ფაქტობრივ მოცემულობს არ ცვლის.

„დღევანდელ პროცესზე 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. სასამართლომ ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ აღარ იყო პატიმრობის გამოყენების საჭიროება და მან გააუქმა აღკვეთის ღონისძიება.

აქვე განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამავე დროს მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან. შესაბამისად, მას მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობს, რადგან იმ საქმეებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, იგი გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიფოთის მერი – ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა იმ გეგმებისა და პროექტებისთვის, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და წინასაარჩევნოდ გვქონდა გაცხადებული
შემდეგი სტატიანიკა მელია – პირველი პრეცედენტია ალბათ მთელ მსოფლიოში, როდესაც პრეზიდენტს ასამართლებენ სასამართლოში მისი ფიზიკურად მიყვანის გარეშე, სააკაშვილი იქნება ჯანმრთელი და მალე თავისუფალი