პროკურორი მელიას გირაოზე – არანაირი თანხა არ არის ჩარიცხული

იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის კითხვის საპასუხოდ, ხომ არ მომხდარა ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდა ვინმეს მიერ, პროკურორმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ანგარიშზე თანხა არ არის ჩარიცხული.

“გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროდან, დოკუმენტალურად დადასტურებული, ნიკა მელიას სასარგებლოდ, მის მიერ ან მისი სახელით, გირაოს ოდენობით განსაზღვრული თანხის ისევე, როგორც მისი ნაწილის გადახდა არ მომხდარა. ამ წუთის მდგომარეობით, არანაირი თანხა ანგარიშზე მის სასარგებლოდ არ არის ჩარიცხული”,- განაცხადა პროკურორმა.

ვირუსის ბლოკატორები