პროკურორი: მეგის ქარდავასთვის განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქმის პროკურორი დავით კიკაჩეიშვილი აცხადებს, რომ მათ მიერ წარდგენილი მასალები საკმარისი იქნება გამამტყუნებელი განაჩენისთვის.

„სასამართლოში ბრალდების მხარემ წარადგინა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვმიღმა სტანდარტით საკმარისი იქნება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თვალსაზრისით. დღეს ჩვენ დავიწყეთ არსებითი განხილვის სხდომა, შესავალი სიტყვები წარმოვთქვით მხარეებმა.

წარმოვადგენთ დაზარალებულებს, წარვადგენთ მოწმეებს, გამოვიკვლევთ წერილობით მტკიცებულებებს. აქ საუბარია ათობით მოწმეზე, მათ შორის დაზარალებულებზე და საუბარია მათ შორის იმ ექსპერტიზის დასკვნებზე თუ გამოთხოვილ დეტალურ ჩანაწერებზე, რომელთა ერთობლიობაც საკმარისია გონივრულ ეჭვმიღმა სტანდარტით მ.ქ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თვალსაზრისით“, – აცხადებს დავით კიკაჩეიშვილი.

banner
წინა სტატიაში“გამარჯვებაში ლომის წილი მიგიძღვის ძმაო” – მესამე პრეზიდენტმა ავთანდილ (ტუზა) გაბელიას მადლობის წერილი გამოუგზავნა
შემდეგი სტატიამეგის ქარდავა ბრალს არ აღიარებს