პროკურორი – გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა, ის განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა

ველოდით, რომ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მომზადების ნაწილში აუცილებლად დამნაშავედ სცნობდნენ, რადგან გონივრულ ეჭვს მიღმა, სტანდარტით არსებული მტკიცებულებები წარდგენილი გვქონდა, – ამოს შესახებ ე.წ ციანიდის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას, მას შემდეგ გადაწყვეტენ, როდესაც გაეცნობიან სამოტივაციო ნაწილს.

„სამოტივაციო ნაწილს, დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გავეცნობით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავასაჩივრებთ თუ არა. ამ ერთი წლის განმავლობაში ორივე ინსტანციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიორგი მამალაძემ განზრახ მკვლელობა ნამდვილად მოამზადა, ნამდვილად შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა და ის განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენცის შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც ცხრაწლიან პატიმრობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
შემდეგი სტატიადეკანოზ მამალაძის განაჩენს პროკურატურაც გაასაჩივრებს – განცხადება