5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

პროკურორი: გიგა ავალიანი ზუსტად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარდაიცვალა

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე წერტილი დაესვა ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რასაც მხარე აპელირებს, რომ გიგა ავალიანს თავის დარტყმით განუვითარდა ტრავმა”, – ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

„სამედიცინო ექსპერტმა ცალსახად დაადასტურა, რომ გიგა ავალიანს მიყენებული აქვს დაზიანება წინ, შუბლის მიდამოში, საიდანაც დაიწყო მოტეხილობის ბზარი და გაგრძელდა უკან მიმართულებით. შესაბამისად, სპეკულაციას ექსპერტებმა დაუსვეს წერტილი.

მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ გიგა ავალიანისთვის ძალადობის განსახორციელებლად. მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ყიდულობდა სახლისათვის პროდუქტებს, ბრალდებულები ყიდულობდნენ ელექტრო შოკს და სხვა საგნებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც ამ საქმეში არის რეალობა და გიგა ავალიანი ზუსტად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა: მამუკა ბახტაძეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სუს-ის ყოფილ უფროსს, დაზვერვის სამსახურის უფროსს, ფინანსთა მინისტრს “ჩორჩანას საქმეზე” სასამართლოში მოსვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს შეეხება