პროკურორი : დაკითხული მოწმეები ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ნიკა ჩემიას და გია გვიჩიანის მონაწილეობას გამორიცხავენ

დაკითხული მოწმეები გამორიცხავენ ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ნიკა ჩემიას და გია გვიჩიანის მონაწილეობას, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა გვანცა გვიმრაძემ განაცხადა.

პროკურორი აცხადებს, რომ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს.

გვანცა გვიმრაძე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

მსჯავრდებულების ადვოკატები კი ამბობენ, რომ მოწმეებმა ისაუბრეს იმ ზეწოლებზე, რომელიც 2006 წელს დაკავებულებზე ხორციელდებოდა რათა მათ დანაშაული ეღიარებინათ.

გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით,მოწმეები აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლა იყო, მათ შორის სოდ-ის და საგამოძიებო სამსახურების მხრიდან.

გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში გაიმართა. სხდომა პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა. ბრალდების არგუმენტი იყო, რომ მოწმეების უსფრთხოებიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მოწმეების დაკითხვა დახურულ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. ბრალდების ცნობით, ესენი არიან ახალი მოწმეები, რომლებიც საქმეზე ჯერ არ დაკითხულან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები, განათლების გაძლიერებით წყდება