დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების გარეშე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარიც ზედმეტია, – ამის შესახებ “ცენტრ-პოინტის” საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა დაზარალებულებს აუნაზღაურდებათ ზიანი.
მისივე თქმით, დაცვის მხარე პროკურატურას ამ ეტაპზე კონკრეტულს არაფერს სთავაზობს.
”დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების გარეშე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარიც ზედმეტია. ეს არ განიხილება არც ერთ შემთხვევაში. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დაიწყება მოლაპარაკება, როცა დაზარალებულებს აუნაზღაურდებათ ზიანი. დაცვის მხარე რაღაც ვარიანტებს გვთავაზობს, თუმცა მოცემული ეტაპისთვის კონკრეტული არაფერია. როცა იქნება კონკრეტული და რეალური შემოთავაზება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ განვიხილავთ პირობებს”, – განაცხადა კოტრიკაძემ.