პროკურორი: ბრალდებულმა დეკანოზმა წყევლა შემოგვითვალა

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროკურორები დაწყევლა. ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

პროკურორის თქმით, ისინი მზად იყვნენ ბრალდებულის დაკითხვისთვის, თუმცა, დეკანოზმა კითხვებზე პასუხის ნაცვლად, ადვოკატების მეშვეობით “წყევლა შეუთვალა”.

“ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს გაეცა ჩვენ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, მან ადვოკატის მეშვეობით შემოგვითვალა წყევლა ჩვენ მიმართ და ზოგადად სამართალდაცავი უწყებების მიმართ, შემდეგ თავადაც შეგვხვდა. ვერაფერს ვფიქრობთ გარდა იმისა, რომ ვერ სცემს პასუხებს ჩვენს კითხვებს. ხმამაღალი განცხადებები დაკითხვის გაჭიანურებაზე რომ სიცრუეა, დღევანდელი დღითაც დადასტურდა“ , – თქვა წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშისაკუთარ ჩვენებაში მამა გიორგის ზუსტად აქვს მითითებული, ვისგან რა სახის მუქარას ჰქონდა ადგილი
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხს ბრიუსელში ხელი ოფიციალურად მოეწერა