“პროკურორ თეა „ვიშინსკის“ ე.წ. საინვესტიგაციო კომიტეტი”- ზურაბიშვილი წულუკიანის კომისიაზე

“პროკურორ თეა „ვიშინსკის“ ე.წ. საინვესტიგაციო კომიტეტი”- ასეთი შეფასება მისცა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა წულუკიანის კომისიას.

სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ “მმართველი, რომელიც ამას უკეთებს საკუთარ ჯარს და ხალხს, მტერია!”

მისი თქმით, კომისია არც ისტორიის გარკვევას, არც გაგებას ემსახურება. ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც ემსახურება შურისძიებას.

არ შემიძლია, მე დღეს, 31 მარტს, ვიდგე აქ, თქვენს წინაშე, როგორც მთავარსარდალი და არ აღვუდგე იმ საზიზღრობას, რომლითაც ცდილობენ ჩვენი ყურადღება გადაიტანონ და სანახაობად აქციონ: ვსაუბრობ პროკურორ თეა „ვიშინსკის“ ეგრეთ წოდებულ საინვესტიგაციო კომიტეტზე. ეს არც ისტორიის გარკვევას, არც გაგებას ემსახურება. ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც ემსახურება შურისძიებას. მაგრამ უფრო შემაშფოთებელია მოღალატე რეჟიმის მთავარი მიზანი, ე.ი. ქართული სახელმწიფოს ბოლომდე დაშლა და განადგურება, ანუ უშუალოდ რუსული დაკვეთის შესრულებას. იმის შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა ყველა დამოუკიდებელი დაიმორჩილა, მას შემდეგ, რაც საქართველოს სასამართლო სისტემა გააუქმა, მოახდინა პოლიციის დისკრედიტაცია და მას ჩამოართვა მთავარი მისი ფუნქცია – ანუ მოქალაქეების დაცვა, ამ ბოლო ნაბიჯით კი ქართული ჯარის ნგრევას ემსახურება.

ასეთი სურათის შექმნა, ჯარის სრული დისკრედიტაცია, მისი შეურაცხყოფა და მაშასადამე, დემორალიზაცია, წარმოადგენს ანტი სახელმწიოფოებრივ ქმედებას. ეს სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ, ემსახურება ჯარის სრულ დისკრედიტაციის მცდელობით საზოგადოების დემორალიზაციას. მმართველი, რომელიც ამას მოიფიქრებს და ამას უკეთებს საკუთარ ქვეყანას, ჯარსა და ხალხს, არის მტერი ჩვენი სახელწიფოებრიობის, მაშასადამე ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი მომავლის… ცალკეული მოქალაქის მტერი! ამიტომ დღეს – სწორედ დღეს, 31 მარტს – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს, არ მივეცით უიმედობას თუ სასოწარკვეთილებას. მათაც ეს უნდათ! უნდათ, რომ ერთმანეთს დაგვაპირისპირონ, დაწყებული კამპანიები ამას ემსახურება. მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შიდა მოღალატეებისა და გარე მტრის ერთობლივი მიზნის შესრულებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, გადაუდგება და მტერს არასოდეს გაამარჯვებინებს! ნამდვილად ვიცი ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ! ბრძოლა იქნება ბოლომდე!”- თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: “ბოდიში მინდა მოვუხადო ქართულ ჯარს, იმიტომ რომ ქართული ჯარია ის, რაზეც დგას, იდგა და იდგება ეს ქვეყანა… იმისთვის, რაც მოუვიდათ ამ დღეებში”
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს