პროკურატურის ვერსია არ შეიძლება ვინმესთვის სარწმუნო იყოს

ეს არის გაგრძელება იმ აბსურდის თეატრის, რომელსაც ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში – ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას და იმ გასაჯაროებულ დოკუმენტაციას, რომელიც საგამოძიებო უწყების განცხადებით, მოსამართლეებზე ზეწოლას ეხება.

“ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პროკურატურის ვერსია არ შეიძლება ვინმესთვის სარწმუნო იყოს:

“მე არ მესმის, როგორ შეიძლება ვინმესთვის იყოს სარწმუნო ვერსია, რომ ზეწოლის მიზნით, ერთმა ადამიანმა მეორეს გაუგზავნა დაზღვეული ფოსტა და მერე მიწერა მესიჯი და უთხრა, რომ ხომ მიიღეო ფოსტაო, იქ რა ეწერაო. იმდენად აბსურდია და იმდენად არასერიოზულია ეს ამბავი, რომ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ეს მართლა ვინმემ მოიფიქროს სერიოზულად. ერთი რამეა საინტერესო. თვითონ იმ განცხადებაში, რომელიც მოსამართლეებმა დაწერეს და მიმართეს პროკურატურას, რომ თვითონ ისინი წერენ, რომ ეს გავს პროვოკაციას მათ წინააღმდეგ და იქ არ არის დადასტურებულ ფაქტად, რომ ისინი მართლაც ზეწოლას განიცდიდნენ კონკრეტული ადამიანებისგან. ეს არ წერია იმ განცხადებაში და ამის შესახებ არც ერთო სიტყვა არ უთქვამს პროკურატურას ამ ბრიფინგზე. მარტივად რომ გითხრათ, ჩემი აზრით ეს არის გაგრძელება იმ აბსურდის თეატრის, რომელსაც ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ისინი შეგნებულად აკნინებენ პრეზდენტის ინსტიტუტს
შემდეგი სტატიაროგორ გავიგოთ გვითვალთვალებენ თუ არა ტელეფონით