პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი დააკავეს

დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის ინფორმაციით, გიორგი ინწკირველი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამოა დაკავებული.

ნათია სუხიაშვილის განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე 353-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

“მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, იარაღის უკანონო ტარების და მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 151-ე 353-ე და 236-ე მუხლებით”, – აცხადებს სუხიაშვილი.

მთავარი პროკურატურის მრჩეველი, გიორგი ინწკირველი და მისი ძმა სამართალდამცველებმა გუშინ გვიან ღამით დააკავეს. შემთხვევა მცხეთის ქუჩაზე მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძმები ერთ-ერთ მოქალაქეს, დავით ბელიაშვილს იარღით დაემუქრნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბელიაშვილის “ფეისბუქის” პირადი გვერდიდან გავრცელდა. მომხდარი შსს-მ და მთავარმა პროკურატურამ მალევე დაადასტურეს.

გიორგი ინწკირველი მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის, ირაღის უკანონო ტარებისა და მუქარის ბრალდებით დააკავა. მისი ძმა კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლითაა დაკავებული, რაც წვრიმალნ ხულოგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიკარასინმა და აბაშიძემ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განიხილეს
შემდეგი სტატიაავსტრალიაში ისლამის მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაცია განხორციელდა