პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ორგანიზებული ჯგუფის წევრებს 17 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ 2019 წლის სექტემბრის თვეში ზ.ბ-მ, ა.თ-მ, და ბ.კ-მ ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მოტივაცია იყო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოეხდინათ ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა და შემდგომ ინტერნეტსაიტის საშუალებით მისი გასაღება. ორგანიზებული ჯგუფის სამივე წევრს განაწილებული ჰქონდათ ფუნქციები, ისინი მოიპოვებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შემდგომ ავტომობილის მეშვეობით გადაადგილდებოდნენ ქ. თბილისში, სხვადასხვა უბნებში, რა დროსაც ნარკოტიკულ საშუალებებს და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ათავსებდნენ საცხოვრებელი კორპუსის სხვადასხვა ადგილებში, ხოლო მისამართებს ინტერნეტსაიტის მეშვეობით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემძენ პირებს, სანაცვლოდ ისინი კრიპტოვალუტის საშუალებით იღებდნენ ფულად თანხას.

ბრალდებულებს ზ.ბ-ს, ა.თ-ს, და ბ.კ-ს ბრალდების მხარე ედავებოდა ცხრა ეპიზოდში: ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მომზადება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა, გასაღების მომზადება – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მეექვსე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის, მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, მეხუთე ნაწილის „ა“, მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მეოთხე, მეექვსე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მუხლის მეორე ნაწილი, მეოთხე ნაწილი, მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის სამივე წევრი ზ.ბ, ა.თ, ბ.კ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად ბ.კ – ს და ა.თ-ს თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, ხოლო ზ.ბ-ს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიგახარია კვირიკაშვილზე:ყველამ თავისი ფასეულობებიდან გამომდინარე გააკეთოს განცხადებები
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა კუთხე, ვალდებულებიც ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ და ჩვენს შვილებს ვაჩვენოთ