“პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში სამშობლოს ღალატი ვერ დავინახეთ”

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში სამშობლოს ღალატი ვერ დავინახეთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არ იცვლება. ახლა გვინდა გულდასმით ვნახოთ ეს ჩანაწერები. უკვე რაც ვნახეთ, რაიმე განსაკუთრებული სამშობლოს ღალატი ვერ დავინახეთ. დავინახეთ ის, რომ სადღაც ზემოდან ვიღაც მითითებებს იძლეოდა და გამოძიებამ ეს უნდა გაარკვიოს, მაგრამ მაშინაც მიგვაჩნდა და ახლაც მიგვაჩნია, რომ ჯოხის გადატეხვა უბრალო მეცნიერ ხალხზე, რომლებიც არაფერს წყვეტენ, მიწა-წყალი ვის გადაეცეს და ვის არა, ახლაც არასწორად მიგვაჩნია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცალსახაა, ეს ორი ადამიანი ეწირება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს – თარხნიშვილი კარტოგრაფების საქმეზე
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას