“პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას არ ვენდობი, ყველაფერს ვაყენებ ეჭვქვეშ – მარიამ კუბლაშვილი

უნდობლობას უცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი პროკურატურის მიერ ჩატარებულ ბალისტიკურ ექსპერტიზას. მიღებული პასუხი დაცვის მხარისთვის მიუღებელია. მარიამ კუბლაშვილი ეჭვობს, რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღის მასრა არ არის ამოღებული. უახლოეს დღეებში ის დააყენებს შუამდგომლობას ცეცხლსასროლი იარაღისა და მასრის გამოთხოვაზე რათა ექსპერტიზა უკვე მათი მხრიდან ჩატარდეს. დაცვის მხარე სპეცრაზმელის მიერ სპეცოპერაციის დროს გამოყენებულ იარაღსა და ხელყუმბარასთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების შესახებაც საუბრობს.

“პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას მე არ ვენდობი. ყველაფერს ვაყენებ ეჭვქვეშ ამიტომაც მყავს მოწვეული ექსპერტი და ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ვინაიდან დრეს ჩვენ უკვე გავეცანით ექპერტიზის პასუხს და გამოვითხოვოთ ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის მეშვეობითაც მოხდა გასროლა, მასრა და მასზე ჩაატარებს ექსპერტიზას ბატონი ზაზა ალთუნაშვილი,”-აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება, ოპოზიცია კი მაუწყებლის შესახებ კანონის ხარვეზებზე საუბრობს
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოიკვლევს