5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

“ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე არსებულ დაზარალებულის ანგარიშზე მოიპოვა უკანონო წვდომა, საიდანაც უკანონოდ გადმოწერა და შეინახა მისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გამოყენებითაც დაზარალებულს აშანტაჟებდა და ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2026 წლის თებერვალში ბრალდებულმა დაზარალებულთან განხორციელებული ვიდეოზარის დროს უკანონოდ მოიპოვა და ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბრალდებული 2026 წლის 25 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, გამოყენება და შენახვა) წარედგინება რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

banner
წინა სტატიაში3 პირს პატიმრობა შეეფარდა სხეულის სამედიცინო ნარჩენების შენახვისთვის
შემდეგი სტატიატელეკომპანია „იმედი“ – ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, რამდენიმე თვეში შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით „იმედის ბანკი“