პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიაში გამგზავრების წინ მამა გიორგი მამალაძემ ბათუმში, ბანკიდან 30 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო

დადგენილია, რომ გერმანიაში გამგზავრების წინ გიორგი მამალაძე მიდის ბათუმში, სადაც ბანკიდან გამოაქვს სესხი 30 000 ლარი, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

„ბრალდებული ჩანაწერებშიც ცალსახად აცხადებს, რომ ციანიდი უნდა გერმანიაში წასვლამდე. დადგენილია, რომ გერმანიაში გამგზავრების წინ გიორგი მამალაძე მიდის ბათუმში, სადაც ბანკიდან გამოაქვეს სესხი 30 000 ლარი. ამის შემდეგ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს. ბრალდებულს დაკავებისას აღმოაჩნდა 4 500 ევრო და 500 აშშ დოლარი, რაც ეკვივალენტია 14 000 ლარის, ხოლო სხვაობა გამგზავრებამდე გახარჯა. ვის გადაუხადა თანხა და ვისგან შეიძინა ციანიდი, ამაზე გამოძიება მუშაობს“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდებლი ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში ცდილობდა კონკრეტული პირისგან შეეძინა ციანიდი.

„ჩვენ დავკითხეთ ის პირი და დაგვიდასტურა, რომ გიორგი მამალაძე მას სთხოვდა ციანიდის მოძიებას. აქვე აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ამ ფაქტის შესახებ ვიცოდით. ჩვენებაში იცრუა, თქვა, რომ მხოლოდ 2016 წლის ნოემბერში, შორენა თეთრუაშვილის დავალების შემდეგ დაიწყო ამ ნივთიერების მოძიება“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამა გიორგის პირველი ჩვენება 33-გვერდიანი იყო და გაუგებარია, დამატებით რა შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას- ადვოკატი
შემდეგი სტატიააღმაშენებლის ხეივანში ხიდიდან მანქანა გადავარდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი