პროკურატურის განცხადება ივანე მაჭავარიანის გამოკითხვასთან დაკავშირებით

დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს განმარტება გავაკეთოთ დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების ირგვლივ, მოწმის სახით ივანე მაჭავარიანის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

გამოკითხვისას გაირკვა, რომ მისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და მას არ უნახავს მსგავსი სახის ვიდეომასალა. ი. მაჭავარიანმა აღნიშნა მხოლოდ ის, რომ 2016 წლის 18 მარტს, პირად „facebook” გვერდზე ათვალიერებდა ე.წ ,,აქტივობის კედელს“, რა დროსაც შეამჩნია მისთვის უცნობი ჯგუფის სახელით გაზიარებული ე.წ. „ლინკი“, რომელიც დასათაურებული იყო „სკანდალური კადრების“ სახელით. მას არ უნახავს ხსენებული კადრები, ვინაიდან თვლიდა, რომ იქნებოდა კომპიუტერული „ვირუსი“-ს შემცველი და შესაბამისად არ იცის ამ კადრების შინაარსი. რაც შეეხება მის „facebook” გვერდზე მისივე განცხადებით განხორციელებულ ე.წ. „ჰაკერული“ თავდასხმის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით ი. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ რამოდენიმე დღის წინ გაეგზავნა მისივე ფოტოს გამოყენებით შექმნილი „facebook” გვერდიდან მეგობრობის თხოვნა, რაც მისი მხრიდან აღქმული იქნა „ჰაკერულ“ თავდასხმად. აღნიშნულის შესახებ ი. მაჭავარიანმა აცნობა „facebook“-ის ადმინისტრაციას, რამაც მისი ვარაუდით გამოიწვია ,,facebook“ პროფილის დროებითი დაბლოკვა. ამასთან, ი. მაჭავარიანმა უარი განაცხადა მასთან ერთად მისი კუთვნილი ,,facebook“ გვერდის დათვალიერებაზე.
ამდენად, ი. მაჭავარიანის გამოკითხვით დადგინდა, რომ მას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ეფუძნება მხოლოდ მის ვარაუდებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურა ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად. საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შედეგების შესახებ.

banner
წინა სტატიაში(video)კითხვა, რომელმაც დავით პაქსაშვილს 25 000 ლარი მოაგებინა
შემდეგი სტატიაპაკისტანში ტერაქტში ეჭვმიტანილის ბრალდებით 5 ათასი ადამიანი დააპატიმრეს