პროკურატურასთან მყოფი 38 წლის მემწვანილის ოჯახი, დამნაშავეების დასჯას ითხოვს

პროტესტი პროკურატურასთან – განსაკუთრებული სისატიკით მოკლული 38 წლის მემწვანილის ოჯახის წევრები უწყების წინ აქციას მართავენ და იმ ადამიანების დასჯას ითხოვენ, რომლებიც, მათი ინფორმაციით, დადგენილია, თუმცა პროკურატურა მათ ვინაობას მალავს.

მოკლული კაცის ოჯახის წევრები მკველობის დამკვეთად კონკრეტულ ადამიანს ასახელებენ, ქალს რომელიც მათი მტკიცებით, ფონიჭალაში დიდი გავლენებით სარგებლობდა.

რამინ ისაევის დედა ამბობს, რომ მკვლელობის ყველა დეტალი კამერებზეა აღბეჭდილი და კარგად ჩანს, თუმცა, 5 წლის თავზეც პროკურატურა ამბობს, რომ არაფერია დადგენილიო.

5 წელია, ყველაფერი გადაღებული გვქონდა, როგორც გააჩერა მანქანა, ჩავიდა, ნახა, უკან წავიდა, მოკლა, ყველაფერი ჩანს, მაგრამ პროკურატურა იძახის, არაფერია დადგენილიო. ფოტოც არის, ყველაფერი მაჩვენეს. ადვოკატიც იძახის, რომ ყველაფერია დადგენილი, მაგრამ ამ საქმეზე დაკავებული არავინააო. ვითხოვთ, დასაჯონ, ვინც მოკლა ის, მინდა ბოლომდე მივიდე, აქ დავიძინებ და ყოველდღე აქ ვიქნები, ვიდრე არ მეცოდინება სიმართლე, – ამბობს მოკლულის დედა.

უმოქმედობაში ადანაშაულებს პროკურატურას ოჯახის ადვოკატიც. მისი თქმით, ისაევების ოჯახს სწორი პროტესტი და განცდა აქვს, რადგან პირი 15 გასროლით საკუთარ სახლთან მოკლეს და ამ დრომდე ისინი პასუხისგებაში არ მიუციათ.

დამანაშავე პირები, ფაქტობრივად დადგენილია, გამოძიებამ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, იქიდანაც ნათლად ჩანან, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებიც დღმდე არ არიან დაკავებულები. ისაევების ოჯახს სწორი პროტესტი და განცდა აქვს, პირს ესროლეს 15 ტყვია, საკუთარი სახლის წინ, დადგენილები არიან პირები, რომლებმაც ისროლეს. ასევე, ასახელებენ სავარაუდო დამკვეთსაც, მაგრამ დღემდე რეაგირება, პროკურატურის მხრიდან არ არის არანაირი. მათი მოთხოვნაა, კონკრეტულად იმ პირების დასჯა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს და მათ შორის ასევე, თუ დადგინდება, რომ მოცემული მკვლელობა არის შეკვეთილი მკვლელობა,- ამბობს ადვოკატი, ლიკა ბითაძე.

რამინ ისაევი 2020 წელს 7 დეკემბერს გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა. კაცს 15 ჯერ ესროლეს.
რატომ მოკლეს 38 წლის მემწვანილე, რომელსაც არც დიდი ფული და არც გავლენიანი ნაცნობები არ ჰყავდა? ისაევების ოჯახი 5 წელია, საგამოძიებო უწყებას არწმუნებს, რომ ეს შურისძიების მოტივით დაგეგმილი და შეკვეთილი მკვლელობა იყო.

გახმაურებული მკვლელობა ფონიჭალაში, რომლის შესახებაც მოკლული მემწვანილის დედა “შაბათის ეთერთან” საუბრობდა, 2016 წელს მოხდა. მაშინ 22 წლის ფიქრათ ახმედოვი ერთი სატელევიზო ინტერვიუს გამო მოკლეს, როდესაც თქვა, რომ მათ სოფელში ე.წ. ვაჰაბისტები გამოჩდნენ. მკვლელობაში ბრალდებულის დასჯას მაშინ ახმედოვები საპროტესტო აქციებზე ითოხვდნენ. პოლციამ საქმე საბოლოოდ გახსნა და რამინ ისაევი დააკავა, თუმცა ბრალდებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ ახმედოვები მათ ტერორს მაინც აგრძელებდნენ და ემუქრებოდნენ.

მოკლული მემწვანილის ოჯახი დამკვეთად ოფელია ახმედოვას ასახელებდა, რომელიც ფონიჭალაში იმ დროს გავლენიან ქალად ითვლებოდა. ოფელია ახმედოვა ახლა ციხეშია, ოღონდ არა მკვლელობის შეკვეთის, არამედ ნარკოტიკული დანაშაულისთვის.

banner
წინა სტატიაში“აბსოლუტურად ყალბად, მოგონილი აჟიოტაჟია ყველაფერზე” – ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე
შემდეგი სტატიაგახარიას პარტია ქიმიური ნივთიერების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს