პროკურატურაში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილის დაკითხვა მიმდინარეობს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი და მისი უფლებადამცველი მთავარ პროკურატურაში მივიდნენ.

როგორც გარდაცვლილის შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, გარდა ანონიმური წერილისა, აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, როგორც სამოხელეო დანაშაული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლების დარღვევები, რომელსაც გამომძიებლებს დღეს წარუდგენს.

ბაჩანა შენგელიას განცხადებითვე, აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება კონკრეტულად განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის, ასევე განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის და ორი თანამშრომლის ბრალეულობა.

გარდაცვილი ია კერზაიას შვილი აღნიშნავს, რომ მას პროკურატურის მხრიდან ობიექტური გამოძიების იმედი აქვს.

„ვაპირებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდო გამოძიებას ამ დანაშაულთან დაკავშირებით და ქრონოლოგიურად ვუამბო ყველა იმ კრიმინალური ფაქტის შესახებ, რაც ამ დანაშაულის ბოლომდე მიყვანას უძღოდა წინ“ , – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს რკინიგზა“ – სამტრედიაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაერდოღანმა ტრამპი თურქეთში დაპატიჟა