17.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
banner

პროკურატურაში ვახტანგ ჩარკვიანის მამასა და გენერალურ პროკურორს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პროკურატურაში კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს ხვდება. აღნიშნულ უწყებაში მხარეებს შორის შეხვედრა გუშინაც გაიმართა.

გაიოზ ჩარკვიანი, რომელიც შვილის გარდაცვალების საქმეზე ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებასა და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, რამდენიმე დღეა პროკურატურასთან შიმშილობს.

საპასუხოდ, საქართველოს პროკურატურამ განმარტა, რომ გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დევნა უკვე განხორციელდა 3 პირის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარში მედიკოსებს ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: თამაზ ელიზბარაშვილმა გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და “იმედის” ჟურნალისტს ძალადობაში დასდო ბრალი
შემდეგი სტატიასაქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება – მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი