,,პროკურატურაში მომთხოვეს მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის თანამონაწილეობის აღიარება ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ”

მიუხედავად ბრალისა, რომელიც შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას გულისხმობდა, პროკურორი ჯარჯი წიკლაური ჩემი ადვოკატების თანდასწრებით პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას ითხოვდა, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, სასამართლო პროცესზე, საბოლოო სიტყვისას განაცხადა. შესაბამის აუდიო ჩანაწერს ”ტვ პირველი” ავრცელებს.

”ბატონო მოსამართლე, აეროპორტიდან გატაცებისთანავე ჩემზე დაიწყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, მთხოვდნენ კათოლიკოს-პატრიარქის მოკვლის გეგმას. პროკურატურაში მომთხოვეს მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის თანამონაწილეობის აღიარება ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ. შოკისმომგვრელი იყო გამომძიებელ ბაინდურაშვილის მტკიცება, რომელიც თავის ფსიქოლოგიაში განსწავლულობაზე დაყრდნობით მიმტკიცებდა, რომ პატრიარქსაც ვკლავდი იმიტომ, რომ მე უნდა გავმხდარიყავი პატრიარქი. ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში საგამოძიებო მოქმედებებისას. მიუხედავად ბრალისა, რომელიც შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას გულისხმობდა, პროკურორი ჯარჯი წიკლაური ჩემი ადვოკატების თანდასწრებით პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას ითხოვდა. ასევე ითხოვდა პროკურატურისთვის მიგვეწოდებინა ის მთავარი საიდუმლოება საპატრიარქოსი, რითაც ზოგიერთი ადამიანის მიერ ხდებოდა პატრიარქისა და ზოგიერთი იერარქიის შანტაჟი”, – აცხადებს დეკანოზი.

banner
წინა სტატიაშიCENN-ის ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის შედეგად 752 ჰექტარი დაიწვა, საიდანაც 525 ჰა 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორიაა
შემდეგი სტატიაზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზვიად სიჭინავამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა