პროკურატურაში მაია რჩეულიშვილის მისვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პროკურატურაში “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის მისვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. თბილისის პროკურატურასთან შეკრებილი “ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებულები ვახტანგ და მაია რჩეულიშვილების მისამართით სიტყვა “თაღლითს” სკანდირებდნენ. რჩეულიშვილმა კი მათ “პროვოკატორები და ხელისუფლების მიერ მართულები უწოდა”.

მაია რჩეულიშვილი პროკურატურაში დაიბარეს. უწყებაში დაბარებული იყო ასევე გუკა რჩეულიშვილიც, რომელიც პროკურატურაში არ გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს მაშველებმა 3 მამაკაცი გადაარჩინეს
შემდეგი სტატია“ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ დავალიანება სულ უფრო სწარფი ტემპით იმატებს”