“ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს – ამისშესახებ ოპოზიციონერი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა.
ყველგან გავიმარჯვებთ!!
დღეს სააპელაციო სასამართლოსთან ვიკრიბებით 3 სთ-ზე, ბრძოლა გრძელდება!
P.S. პროკურატურაში მისვლას რა თქმა უნდა არ ვაპირებ! შევხვდებით მაგისტრატ მოსამართლესთან!!- წერს მამუკა ხაზარაძე.