პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ბადრი ბიწაძე იკითხება

გენერალურ პროკურატურაში, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ბადრი ბიწაძე იმყოფება. მისი დაკითხვა საათზე მეტია მიმდინარეობს. პროკურატურამ დღეს გაავრცელა ფარული ვიდეო ჩანაწერები, საიდანაც დგინდება, რომ ივერი მელაშვილი მალხაზ მიქელაძესთან საუბრისას ერთ-ერთ მომენტში ბადრი ბიწაძის ვინაობას ახსენებს.

ბიწაძე 2004-2008 წლებში სასაზღვრო პოლიციის უფროსი იყო, გარდა ამისა ის იყო სადელიმიტაციო კომისიის წევრიც.

რა კითხვები აქვს მასთან საგამოძიებო უწყებას ჯერ უნცობია.

დღეს, 21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს, რადგან სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა, მათი დახმარებით დავაბრუნეთ, საუბარია ისკანდერზე
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური “ლელოს” პასუხობს