პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა

მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა. უწყებაში განცხადება 12:00 საათზე გაკეთდება და ის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმეს შეეხება.

შეგახსენებთ, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ ბრალი წაყენებული.

სამი ბრალდებულიდან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მხოლოდ მერებაშვილი დააკავეს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებულს, ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, უკვე თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატთა მოხსნის ვადა ამოიწურა
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საანგარიშსწორებო/საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენების 176 ფაქტი გამოავლინა