პროკურატურაში ალეკო ელისაშვილი დაკითხეს

ალექსანდრე მარგიშვილს არანორმალურად მაღალი ხელფასი ენიშნება

ალეკო ელისაშვილმა ორსაათნახევრიანი დაკითხვის შემდეგ მთავარი პროკურატურა დატოვა.

საკრებულოს დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ მიაწოდა.

ელისაშვილის თქმით, ის გამოძიებას დაჰპირდა, რომ მიაწვდის ფოტოსურათს, სადაც ჩანს რომელი მარკის ავტომობილიდან ხორციელდებოდა თვალთვალი.

ელისაშვილი ფიქრობს, რომ პროკურატურა შეეცდება საქმეზე გამოძიება არ დაიწყოს, რადგან მის მიმართ მიყურადება მოქმედი ან ყოფილი პრემიერების ინიციატივით ხორციელდება.

ის, ასევე განმარტავს, რომ თვალთვალი არ უკავშირდება მხოლოდ ”პანორამა თბილისის” პროექტს და ფაქტს იმით ხსნის, რომ მისი პოლიტიკური აქტივობა ხელისუფლებას არ მოსწონს.

„ჩემი თვალთვალის განკარგულებას ან ყოფილი პრემიერმინისტრი გასცემდა ან მოქმედი. რა თქმა უნდა პროკურატურა ახლა ეცდება, რომ კუთხეები დაამრგვალოს და არაფერი არ გამოიძიოს. ნარმანიასთან დაკავშირებით, როდესაც ხელმოწერების შეგროვების კამპანია დავიწყე საკრებულოში, მაშინ გაჩნდა მთაწმინდაზე ვერცხლისფერი BMW. ჩემი პოლიტიკური აქტიურობა ძალიან აღიზიანებს ხელისუფლებას“, – განაცხადა ალეკო ალისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშოთაძემ უმცირესობასთან შეხვედრაზე კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზეც ისაუბრა
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი: დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მიდის სწორი მიმართულებით