პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია დაკითხა

სამეგრელო ზემო – სვანეთის საოლქო პროკურატურაში “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერის ერთ-ერთი სავარაუდო ფიგურანტი გია დანელია გამოიკითხა. გამოძიება საქმეზე 14 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი-2” ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო.

ამ დროისთვის გამოკითხულია ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც სავარაუდოდ ფიგურირებს ფარულ ჩანაწერში, ხოლო ჩანაწერი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

“ამასთან, ჩატარდება ყველა საჭირო და საგამოძიებო მოქმედება, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით,”-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიამ შენობაში მუშაობს მოძალადე დანელია, არსებობს ამის დამადასტურებელი კადრები და ის დაკითხული არ არის – ნიკა მელია
შემდეგი სტატიარუსეთმა შეიძლება ვეტო დაადოს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს, მაგრამ რუსეთი ვეტოს ვერ დაადებს საქართველოს და მის მისწრაფებებს