9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

პროკურატურამ უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხის მითვისების საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონთან“ ერთად, 2024-2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და ჯამში სახელმწიფოს კუთვნილ 3 529 000 ლარს დაეუფლნენ.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით, შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის 12 ხელშეკრულება გაფორმდა. შპს „Aladashvili & co“-მ ისნის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სასადილოების ნაწილი – ოთხი სასადილო, გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ სამ კომპანიას: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონთან“ ერთად, 2024-2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.

აღნიშნულმა კომპანიებმა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ უფასო სასადილოებში მომსახურების გაწევისას დაარღვიეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები და მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 3 529 000 ლარს.

აღნიშნული კომპანიების მფლობელებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინათ, ხოლო შპს „Aladashvili & co“-ს თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმასთან ერთად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში„ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაქუთაისის სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო