პროკურატურამ ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყოფილ პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა.

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასალები თავდაცვის სამინისტროდან პროკურატურაშია გადაგზავნილი, სიმართლეს არ შეესაბამება.

“გუშინდელი განცხადება, ვითომდა თავდაცვის სამინისტროდან პროკურატურაში გადმოგზავნილია მასალები სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ჩვენ თავდაცვის საინისტროდან არ მიგვიღია. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის გარემოებებში გარკვევა. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

ყოფილ პოლკოვნიკს საიდუმლო მასალების რუსეთისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცველებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო.

banner
წინა სტატიაშილალი ფაფიაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში არანაირ საქმეებთან დაკავშირებით პროტესტი არ არსებობს
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი: ქეთევან ციხელაშვილი და ლევან იზორია გუნდის ღირსეული წევრები გახდებიან