20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“2023 წლის ივნისიდან 2025 წლის აგვისტოს თვემდე პერიოდში, ბრალდებულმა დაზარალებულები დაარწმუნა, რომ თითქოს იგი წარმატებული ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხების ინვესტირება შესთავაზა, სანაცვლოდ კი მოგების პროცენტის და ე.წ. ძირითადი თანხის დაბრუნებას დაჰპირდა. ბრალდებულმა დაზარალებულებს ჯამში 351 421 ლარი გამოართვა, რაც მოტყუებით მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – რომ არ იყოს განხეთქილება, ეს იქნებოდა გასაკვირი
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უკანონო პატიმარია, საკუთარ ინტერესებსა და წარმომადგენელს იცავს!