პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტების საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქე ზვიად ერემაძე დააკავა/

პროკურატურის თანამშრომლებმა ზვიად ერემაძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ზ. ერემაძე მოქალაქეებთან შედიოდა ნდობაში, საუბრისას იყენებდა პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამდებობის პირთა სახელებს და ატყუებდა მათ, რომ ახლო მეგობრულ ურთიერთობებში იმყოფებოდა აღნიშნულ პირებთან. იგი მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ სამართლებრივი პრობლემების მოგვარების მიზნით შეხვედრებს მართავდა სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებთან და ამ თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად ცდილობდა მოქალაქეებისთვის გამოეძალა დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ზ. ერემაძემ ნარკოტიკული დანაშაულისათვის ბრალდებულ ერთ-ერთ პირს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თითქოსდა პროკურატურისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად თაღლითურად გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.

ზ. ერემაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულ ერემაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა საზოგადოებას მიმართავს, მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიაგზებზე გარკვეული შეზღუდვები, მხოლოდ კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოქმედებს