21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

პროკურატურამ სოფელ ჩალაუბანში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რამაც ორი პირის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ავარიის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს და წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე 1 პირს ბრალდება წარედგინა.

“საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი პირის გარდაცვალება გამოიწვია ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მოქალაქეებს, რის შედეგადაც ორი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი პირი ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: მთავრობა რომ იყოს არა რუსული, არამედ ეროვნული, იქნებოდა ზელენსკის ინიციატივის არა მხოლოდ მონაწილე, არამედ ერთ-ერთი აქტიური ლიდერი რეგიონში
შემდეგი სტატია21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ