პროკურატურამ სლოვაკეთში ჟურნალისტის მკვლელობას შეკვეთილი უწოდა

ჟურნალისტ იან კუციაკის მკვლელობა შეკვეთილი იყო – სლოვაკეთის პროკურატურამ 1 ოქტომბერს განაცხადა. შემკვეთმა საქმეში 70 ათასი ევრო გადაიხადა, მათგან 50 ათასი ხელზე, დანარჩენი კი – შემსრულებლის “ვალის პატიების” სახით. ფული სავარაუდო ბოროტმოქმედს ტომაშ ც-ს 44 წლის მეწარმემ ანიონა ჟ-მ მისცა – საქმის მასალებში წერია, თუმცა, ფულის წარმომავლობის შესახებ არაფერია ნათქვამი. ჟურნალისტის ოჯახის ადვოკატმა კუციაკ დენიელ ლიპსიცმა განაცხადა, რომ ქალი, სავარაუდოდ, შუამალის როლს ასრულებდა.
ადრე აღნიშნულ საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავეს.

26 თებერვალს ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი მეგობარი გოგო მარტინა კუსნიროვა ჟურნალისტის სახლში იპოვეს მოკლულები. ჟურნალისტი სლოვაკეთში იტალიური მაფიის კლანების საქმეს იძიებდა.

banner
წინა სტატიაშიმელანია ტრამპი აფრიკის ქვეყნებს ესტუმრება
შემდეგი სტატიასაქართველოში ხდება ერთი პატარა ქონდრის კაცის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიწასთან გასწორება (video)