15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, ბრალდებულმა ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გააუპატიურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

banner
წინა სტატიაში232 პატიმარი 100 000 მოსახლეზე — საია გაეროს ციხეებში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციას აწვდის
შემდეგი სტატიაკალაძე: სააკაშვილი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი დასასრული აქვთ ქვეყნის მოღალატეებს