25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

პროკურატურამ “შაბათის ფორმულას” წამყვანი დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, პროკურატურამ არხის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვაზე გადაცემა „შაბათის ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი დაიბარა. ტელეწამყვანი უწყებაში 29 ივნისს, 16:00 საათზეა დაბარებული და იგი პროკურატურაში მისვლას გეგმავს.

საქმე ეხება კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადების საფუძველზე, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით (სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაწყებულ გამოძიებას.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო. უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

banner
წინა სტატიაშიისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით – მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
შემდეგი სტატიალუკაშენკო: რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ხალხები ადრე თუ გვიან მაინც ერთად იქნებიან