20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ორ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნების დაზვერვის დავალებით, სისტემატურად აგროვებდნენ და აწვდიდნენ მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული მიღებული თანხიდან ნაწილს სადაზვერვო ინფორმაციის მომპოვებელ სხვა პირებსაც გადასცემდა.

დაკავებულებს ბრალდება ჯაშუშობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: რუსეთი ახლა სომხეთს გაცილებით ღიად ემუქრება, ვიდრე ადრე
შემდეგი სტატიაკოალიციამ ,,ძლიერი საქართველო-ლელო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის გეგმა წარადგინა