პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება შპს „სამაუწყებლო კოპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული, სარეკლამო მომსახურების კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის შემსყიდველი კონტრაქტორი კომპანიებიდან – შპს „პროესკოდან“, შპს „პრო მედიადან“, შპს „მედია პორტიდან“; შპს „პროესკო მედიადან“, შპს „პროესკო მედიადან“ და შპს „ნიუ მედიადან“, სრული საბუღალტრო, სააღრიცხვო და ფინანსური დოკუმენტების ამოღების თაობაზე. ასევე, დასახელებული კომპანიებიდან ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით აღრიცხული სრული ბუღალტრული მონაცემების გამოთხოვის თაობაზე“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 500 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაგურიაში ოთხი ძროხის მოპარვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს