2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე 3 მილიონ აშშ დოლარად ბირთვული მასალა ურანის და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმის შეძენას ცდილობდა. ბრალდებულები შემდგომ ბირთვული მასალის და რადიოაქტიური ნივთიერების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას გეგმავდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ორივე ბრალდებული ხსენებული ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობისას დააკავეს.

დაკავებულებს ბრალდება რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: გახარიას პარტიას არ ჰყოფნის გამოცდილება, ზოგადად რესურსი პარლამენტში სათანადოდ, ხარისხიანად მუშაობის
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს