10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა რადიოაქტიურ ნივთიერება ურანს, რის რეალიზაციასაც 700 000 აშშ დოლარად უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გეგმავდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაში“ბორია, შენ და შენს ზოოპარკს გილოცავთ პუტინის დაბადების დღეს”- სააკაშვილი
შემდეგი სტატიაპატიმარი გიორგი დავითაძის სოლიდარობისთვის ბადრაგისა და სპეცრაზმის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს