21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს, ქუთაისში, ბრალდებული დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეიჭრა, თავს დაესხა მას და შეეცადა სახლში არსებული ოქროს სამკაულების დაუფლებას.ასევე, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა მასზე.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.~”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაში“ნატა ვიბლიანს ოფიციალურად ცნობენ დაზარალებულად, პირველი მნიშვნელოვანი შედეგი დაიდება”- ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: დღეს საქართველოს 2008 წლის ომში მხოლოდ ორი ხმა ადანაშაულებს — პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის